ბილი ლოკეინი Silent Hill 2-სა და Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. იგი მირიამ ლოკეინის ტყუპისცალი იყო.
Silent Hill 2[]
ბილისა და მისი დის მკვლელობის შესახებ ნაგავსაწვავ ღუმელში ნაპოვნ გაზეთში წერია. მოგვიანებით ამავე ამბავს სხვა სამყაროს საავადმყოფო ბრუკჰევენის ლიფტის რადიო გამოაცხადებს.
Silent Hill 4: The Room[]
ბილი პატარა ბიჭი იყო, რომელიც საილენთ ჰილში ცხოვრობდა. უოლტერ სალივანმა იგი მისივე სახლის ეზოში, ნაჯახით მოკლა, რის შემდეგაც მას გული ამოაცალა. მისი მკვლელობის თემაა „ათი გული“, ნივთი - მისი ფეხსაცმელი, რაც მკვლელობის ადგილზე იპოვეს.
უოლტერის სხვა მსხვერპლებისგან განსხვავებით, ბილი და მირიამი სხვა სამყაროში არა მოჩვენებების, არამედ ურჩხულის სახით ჩნდებიან. ვინაიდან სიცოცხლეში მათ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ, სხვა სამყაროში ისინი ერთ ურჩხულში არიან გაერთიანებულნი.