საილენთ ჰილი Wiki
Register
Advertisement
ლისა გარლანდი
Lisashsm
ლისა Shattered Memories-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
ზრდასრული
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
საავადმყოფო ალქემილას სასწრაფოს ექთანი
გამოჩნდა
Silent Hill: Shattered Memories
ახმოვანებს
კარენ სტრასმანი

ლისა გარლანდი Silent Hill: Shattered Memories-ის პერსონაჟია. იგი საავადმყოფო ალქემილას ექთანია და ნაიტინგეილ ეფართმენთსში ცხოვრობს.

Silent Hill: Shattered Memories[]

ჰარი მეისონი ლისას საავადმყოფოში შეხვდება. იგი სასწრაფო დახმარების ცეცხლმოკიდებული მანქანის გვერდითაა ჩაცუცქული და ტირის. ჰარი მას სახლამდე მიყვანას შესთავაზებს. გზაში ლისა განაცხადებს, რომ მას ყოველთვის თავისი მამის მსგავსი კაცები უყვარდება, რასაც მომდევნო დღეს მუდამ ნანობს ხოლმე. იგი ჰარის მისი ქალიშვილის შესახებაც ჰკითხავს მაშინ, როცა ჰარის შერილი არც კი უხსენებია.

ფსიქოლოგიური პროფილიდან გამომდინარე ჰარის სახელის გაგონებაზე შესაძლოა ლისამ „ჰარი ჰუდინი“ წამოიძახოს. ბინაში შესვლის შემდეგ იგი ტანსაცმლის გამოსაცვლელად წავა, ჰარი კი დივანზე ჩამოჯდება. სარკეში შიშველი ლისას ანარეკლი ჩანს. თუ მოთამაშე მას მზერას დაუწყებს, ლისა ან იტყვის, რომ მან დაინახა, თუ როგორ უთვალთვალებდა მას ჰარი, რასაც იგი კომპლიმენტად მიიღებს ან ჰარის იქიდან გაგდებას დაუპირებს. თუ ჰარი მას ცქერას არ დაუწყებს, ლისა ან იტყვის, რომ ჰარი კარგი ადამიანია, რომლის გვერდით იგი თავს დაცულად გრძნობს ან ჰარის მაცდურად ეტყვის, რომ იგი სხვებს არ ჰგავს და „მეტისმეტად კარგია“.

უეცრად ლისა თავს შეუძლოდ იგრძნობს და ჰარის სააბაზანოდან ყვითელი ფერის ტაბლეტის მოტანას სთხოვს. მოთამაშის არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რა ფერის ტაბლეტს მიუტანს ჰარი მას. ლისა წამალს ყველა შემთხვევაში დალევს, რის შემდეგაც მას ჩაეძინება.

თუ ჰარი ლისას ყვითელ ტაბლეტს დაალევინებს, ტოლუკა მოლში ყოფნისას მას ლისა დაურეკავს და ეტყვის, რომ საშინელი კოშმარი დაესიზმრა. მას შემდეგ, რაც ჰარი ნაიტინგეილ ეფართმენთსში მივა, ლისას შუბლიდან, თვალიდან, ცხვირიდან და პირიდან სისხლი წამოუვა და მოკვდება.

თუ ჰარი ლისას სხვა ფერის წამალს დაალევინებს, ტოლუკა მოლში შესვლის შემდეგ მას ლისა დაურეკავს და ეტყვის, რომ მან რაღაც არასწორად გააკეთა. ჰარის ლისას ბინაში მივა და მას მკვდარს იპოვის.

დასასრულიდან Sleaze and Sirens ირკვევა, რომ ლისა ჰარის საყვარელი ყოფილა.

Advertisement