საილენთ ჰილი Wiki

ექიმი მაიკლ კაუფმანი, იგივე ექიმი კეი (Dr. K) Silent Hill: Shattered Memories-ის პერსონაჟია. იგი ფსიქოანალიტიკოსია, რომელიც შერილ ჰითერ მეისონს მშობლების განქორწინებითა და მამის დაღუპვით მიღებული ტრავმის დაძლევაში ეხმარება.

Silent Hill: Shattered Memories[]

თამაშის დასაწყისში კაუფმანი ახალი პაციენტის მისაღებად ემზადება. იგი ჭიქაში ყინულს ჩაყრის და ვისკის ჩამოისხამს. მდივანი მას შეატყობინებს, რომ მისი ახალი პაციენტი ადრე მოვიდა.

თავიდან კაუფმანი მშვიდად საუბრობს, თითქოს იგი პაციენტს ყველაფერში ეთანხმება, თანდათანობით კი მისი ლაპარაკის მანერა იცვლება - იგი გაცილებით უხეში ხდება და ისეთი საკითხების განხილვას იწყებს, როგორიცაა სკოლაში პაციენტის თავს გადამხდარი უსიამოვნებები და პაციენტის სექსუალური სურვილები. ბოლოს გაბრაზებული კაუფმანი ვისკიან ჭიქას კედელს შეამტვრევს, რათა შერილს შეაგნებინოს, რომ მამამისი მკვდარია. გამოიღებს თუ არა კაუფმანის თერაპია შედეგს, მოთამაშის საქციელზეა დამოკიდებული: შერილი ან აღიარებს, თუ ვინ იყო სინამდვილეში მამამისი ან გმირი მამის შესახებ გამოგონილ მოგონებებს არ დათმობს.