საილენთ ჰილი Wiki
Register
Advertisement
მერი შეპჰერდ-სანდერლენდი
Maryshepherdsunderland
მერი Silent Hill 2-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
25 (დაიბადა 1968 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
დიასახლისი
გამოჩნდა
Silent Hill 2
Silent Hill 4: The Room (ნახსენებია)
Silent Hill: Downpour (კამეო)
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
Hunger (კამეო)
ახმოვანებს
მონიკა ტეილორ ჰორგანი
მერი ელიზაბეთ მაკგლინი (Silent Hill HD Collection, Book of Memories)

მერი შეპჰერდ-სანდერლენდი Silent Hill 2-ის პერსონაჟია. იგი ჯეიმს სანდერლენდის ცოლი იყო.

ბიოგრაფია[]

მერიმ და ჯეიმსმა ერთმანეთი საერთო მეგობრის სახლში გამართულ წვეულებაზე გაიცნეს. თანდათანობით მათი სიმპათიები მგზნებარე ვნებიდან მშვიდ და სტაბილურ ურთიერთობაში გადაიზარდა. გათხოვებამდე მერი პიანინოზე ხშირად უკრავდა ხოლმე და, თუმცა მას ეს არც ისე კარგად გამოსდიოდა, ჯეიმსს უყვარდა მისი მოსმენა.

Silent Hill 2-ის მოვლენებამდე ჯეიმსი და მერი დასასვენებლად საილენთ ჰილში იმყოფებოდნენ. ისინი სასტუმრო ლეიქვიუს 312-ე ოთახში დარჩნენ, სადაც ჯეიმსმა მერის ვიდეო გადაუღო, თუმცა კასეტის წაღება დაავიწყდა. ჩანაწერში მერი ამბობს, რომ მას უყვარს საილენთ ჰილი და რომ ერთ დღეს აქ დაბრუნება სურს.

მალე მერის უკურნებელი დაავადება შეეყარა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას სამი წელიწადი მისცეს. დაავადებამ მერის სახი კანი დააჭკნო და დაალაქავა, რასაც თმის ცვენაც დაემატა და მთლიანად განადგურდა ის სილამაზე, რასაც იგი ოდესღაც ფლობდა.

მერი თავის მდგომარეობას ძლიერ განიცდიდა, რის გამოც იგი ჯეიმსს ხშირად ეჩხუბებოდა ხოლმე. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო არ უყვარდა ჯეიმსს მისი ნახვა. მერის მიაჩნდა, რომ დაავადებამ იგი ურჩხულს დაამსგავსა, რომელიც არავის სჭირდებოდა. ერთ დღეს ჯეიმსმა მას ყვავილები მიართმევა. მერიმ განაცხადა, რომ იგი მეტისმეტად მახინჯია ყვავილებისთვის. მან ჯეიმსს წასვლა სთხოვა და დაბრუნება აუკრძალა, თუმცა ქმარს მალევე მოუბოდიშა და სთხოვა, მასთან დარჩენილიყო, ჩახუტებოდა და მისთვის ეთქვა, რომ იგი არ მოკვდებოდა.

მერი შვებას საილენთ ჰილზე ფიქრებში პოვებდა, ადგილზე, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყო და მათ ერთ-ერთ პაციენტს - ლორას უზიარებდა. მერი მუდამ ჯეიმსის მოლოდინში იყო და როცა იგი მის სანახავად არ მიდიოდა, მას ლორა ანუგეშებდა ხოლმე. თავის წერილში მერი წერს, რომ საქმეები სხვაგვარად რომ წასულიყო, იგი ლორას იშვილებდა კიდეც. დასასრულ Leave-ში ჯეიმსი საილენთ ჰილს ლორასთან ერთად ტოვებს, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მან ცოლის უკანასკნელი სურვილი შეასრულა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მერიმ ლორასა და ჯეიმსისთვის წერილები დაწერა და ისინი ექთან რეიჩელს გადასცა. სიკვდილის წინ, უიმედო მდგომარეობაში მყოფ მერის სახლში დაბრუნების ნება მისცეს და მისი მოვლა ჯეიმსს დაეკისრა.

თამაშის ბოლოს ირკვევა, რომ მერი არა დაავადებამ, არამედ ჯიმსმა მოკლა, რომელმაც იგი ბალიშით გაგუდა. თავისი დანაშაულის ამსახველ ვიდეო კასეტას ჯეიმსი სასტუმრო ლეიქვიუში იპოვის, რის შემდეგაც მას გაახსენდება, რაც სინამდვილეში მოხდა.

დასასრულ Rebirth-ში მერის გასაცოცხლებლად ჯეიმსი ტბა ტოლუკას კუნძულისკენ მიცურავს ნავით.

დაკარგულ მოგონებათა წიგნში ნავარაუდებია, რომ ჯეიმსმა მერის ცხედარი საილენთ ჰილში მანქანით წაიღო, რასაც ნოველა და დასასრული In Water ადასტურებენ. თავის ტვიტერის გვერდზე მასაჰირო იტომ დაწერა, რომ როგორც მას ახსოვს, მერის ცხედარი არა მანქანის საბარგულში, არამედ უკანა სავარძელზე იყო მოთავსებული.[1] კითხვაზე, თუ როგორ ვერ შენიშნა იგი ჯეიმსმა, იტომ განაცხადა, რომ მას არც ის შეუნიშნავს, რომ იგი მოკლა.[2]

სქოლიო[]

Advertisement