საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
რიჩარდ გრადი
Richard
ჩამოხრჩობილი რიჩარდ გრადი
სქესი
მამრობითი
ასაკი
საშუალო ხნის
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill: Origins
ახმოვანებს
ჯონ ჩანსერი

რიჩარდ გრადი Silent Hill: Origins-ის გმირ ტრევის გრადის მამა იყო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მას შემდეგ, რაც რიჩარდის ცოლი ჰელენ გრადი თვითმკვლელობისა და ტრევისის მკვლელობის მცდელობისთვის სანატორიუმ სიდარ გროვში მოათავსეს, შვილის აღზრდას რიჩარდი მარტო შეუდგა. ჰელენის მოსანახულებლად მამა-შვილი დროგამოშვებით საილენთ ჰილის რივერსაიდ მოტელში რჩებოდნენ ხოლმე. ცოლთან უკანასკნელი შეხვედრისას რიჩარდმა მას საჩუქარი მიართვა, რაც ჰელენმა დაამტვრია. 1961 წლის 12 ივნისს ცოლის სანახავად წასვლის წინ რიჩარდმა ტრევისს ხურდა ფული მისცა და სთხოვა, მის დაბრუნებამდე არკადების თამაშით შეექცია თავი. მას შემდეგ, რაც ბიჭი წავიდა, მან მოტელის მე-500 ოთახში თავი ჩამოიხრჩო.

როცა ტრევისი სასტუმროში დაბრუნდა, მან რიჩარდის ცხედარი იპოვა, თუმცა თავი დააჯერა, რომ მამამისს მხოლოდ ეძინა, ამიტომ ოთახში დიდხანს დარჩა. 10 საათის შემდეგ ტრევისი და რიჩარდის გვამი სასტუმროს მენეჯერმა იპოვა, რომელმაც მაშინვე პოლიციაში დარეკა.

Advertisement