ორდერის წევრი
სემ ბარტლეტი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟია. იგი შეპჰერდს გლენის მერი და ქალაქის ერთ-ერთი დამაარსებელი ოჯახის შთამომავალი იყო. ამრიგად, ის ორდერის ღმერთთან პაქტით იყო შეკრული, რომლის შესასრულებლად მან თავისი შვილი − ჯოუი ცოცხლად დამარხა. შვილის მოკვლის შემდეგ ბარტლეტი გალოთდა და ძველი საფლავების თხრა დაიწყო.
Silent Hill: Homecoming[]
ალექს შეპჰერდი სემ ბარტლეტს პირველად სასაფლაოზე ნახავს, თუმცა მას ვერ იცნობს. მოგვიანებით, ის მას სხვა სამყაროს გრანდ ჰოტელში შეხვდება. ვინაიდან მისი ძმა - ჯოშუა შეპჰერდი და ჯოუი მეგობრები იყვნენ, ალექსი სემს მისი შვილის შესახებ ჰკითხავს, რადგან მისი აზრით ის და ჯოშუა შესაძლოა ერთად იყვნენ. იგი სემს ბარტლეტების მავზოლეუმში ნაპოვს გატეხილ საათს მისცემს. ბარტლეტი მას საათს გამოართმევს და მიწაზე დააგდებს, რომელიც მას შთანთქავს. მოულოდნელად მიწა ზანზარს დაიწყებს და იქიდან ჯოუის დემონური ინკარნაცია ამოძვრება. სემი მას პატიებას სთხოვს, თუმცა ურჩხული მას უმოწყალოდ გასრესს.