საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
სტივ გარლანდი
SteveGarland
სტივ გარლანდი, როგორც მოჩვენება
სქესი
მამრობითი
ასაკი
საშუალო ხნის
სტატუსი
გარდაცვლილი/მოჩვენება
საქმიანობა
ზოომაღაზია Garland's-ის მენეჯერი
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
არავინ

სტივ გარლანდი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. იგი ეშფილდის ცხოველთა მაღაზია „გარლანდს“-ის მეპატრონე იყო. მას ცხოველები უყვარდა, ადამიანებს კი ადვილად უბრაზდებოდა ხოლმე. ერთ დღეს მის მაღაზიაში პატარა ბიჭი შევიდა, რომელმაც შემთხვევით თაროდან ცხოველის გალია გადმოაგდო და „მნიშვნელოვანი“ ცხოველი დააზიანა.

ამ მოვლენიდან 26 წლის შემდეგ უოლტერ სალივანმა მთელი მისი სხეული ტყვიამფრქვევით დაცხრილა, გარდა მკერდისა, საიდანაც მას გული ამოაცალა.

სტივ გარლანდი უოლტერის მე-4 მსხვერპლია. მისი მკვლელობის თემაა „ათი გული“, ნივთი - პატარა ნიჩაბი.

სტივ გარლანდის მოჩვენება საკმაოდ საშიშია, რადგან მას ჰენრისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია, რის გამოც მასზე მორჩილების მეხუთე მახვილის გამოყენებაა მიზანშეწონილი.

Advertisement