FANDOM


ტობი არჩბოლტი
Toby
ჰენრი ებრძვის მოჩვენებად ქცეულ ტობი არჩბოლტს
სქესი
მამრობითი
ასაკი
საშუალო ხნის
სტატუსი
გარდაცვლილი/მოჩვენება
საქმიანობა
წმინდა დედის სექტის ქურუმი
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
არავინ

ტობი არჩბოლტი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. იგი წმინდა დედის სექტის ერთ-ერთი ქურუმი იყო, რომელიც თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა - უყვარდა აზარტული თამაშები და სექსი არასრულწლოვან გოგონებთან. ჯიმი სტოუნისა და ჯორჯ როსტენის სიკვდილის შემდეგ, რამაც ვალტიელის სექტის დასუსტება გამოიწვია, საკუთარი სექტის აღზევების მიზნით ტობი მარიხუანათი ვაჭრობას შეუდგა, თუმცა მექსიკაში მოგზაურობისას იგი უოლტერ სალივანმა კლდიდან გადააგდო.

ტობი არჩბოლტი უოლტერის მე-14 მსხვერპლი გახდა. მისი მკვლელობის თემაა „მწუხრი“, ნივთი - ძველი სურათების წიგნი, რაც მისი სიკვდილის ადგილზე დარჩა. ტობი არჩბოლტის მოჩვენება უოლტერის სხვა სამყაროში დაწრწის და ჰენრი ტაუნშენდის მოკვლას ცდილობს.