საილენთ ჰილი Wiki

ფრენკ კოლერიჯი Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟია. მარფი პენდლტენის პატიმრობისას იგი საშტატო ციხე რიალის ოფიცერი იყო. მარფის თქმით, ფრენკი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მასზე ხელი არასდროს ჩაუქნევია.

Silent Hill: Downpour[]

საილენთ ჰილში მოხეტიალე მარფი სარკეებში ფრენკის გამოსახულებას ხედავს, რომელიც მას ესაუბრება და ჭკუას არიგებს.

თამაშის დასასრულს ირკვევა, რომ ფრენკი ენ მერი კანინგჰემის მამა ყოფილა. მარფის ჯორჯ სიუელთან დადებული გარიგება გაახსენდება: სიუელი მას პატრიკ ნეიპიერზე შურისძიებაში დაეხმარა, სანაცვლოდ კი მარფის ფრენკ კოლერიჯის მოკვლა დაავალა, რისი გაკეთებაც მარფიმ ვერ შეძლო. სიუელმა ფრენკი თავისი ხელით დააინვალიდა, დანაშაული კი მარფის დააბრალა, რადგან დანაზე მისი თითების ანაბეჭდები იყო. ფრენკი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მთელი დარჩენილი ცხოვრება ინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვულმა გაატარა.

თამაშში ფრენკი ურჩხული უილმენის სახითაა წარმოჩენილი, რომელიც მარფის მთელი თამაშის მანძილზე დასდევს. თუმცა დასასრულებიდან „Truth and Justice“ და „Forgiveness“ ირკვევა, რომ ფრენკი მარფის არ მოუკლავს, იგი ენს პატიებას მაინც სთხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ მამამისის გაუბედურებაში ბრალი მასაც მიუძღვის.

დასასრულ „Full Circle“-ის თანახმად, ფრენკ კოლერიჯი მარფიმ დაახეიბრა, დასასრულებში „Truth and Justice“ და „Forgiveness“ კი დამნაშავე ჯორჯ სიუელია.