FANDOM


ჯოზეფ შრაიბერი
JosephS
შრაიბერი Silent Hill 4-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
საშუალო ხნის
სტატუსი
გარდაცვლილი/მოჩვენება
საქმიანობა
ჟურნალისტი
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
Silent Hill 3 (ნახსენებია)
ახმოვანებს
რობერტ ბელგრადი

ჯოზეფ შრაიბერი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. იგი უიშ ჰაუზის საეჭვო საქმიანობით დაინტერესებული ჟურნალისტი იყო, რომელიც ორდერსა და უოლტერ სალივანის მიერ ჩადენილ მკვლელობებს შორის კავშირის დადგენას ცდილობდა. Silent Hill 3-ში შრაიბერი თავის სტატიაშია ნახსენები.

ჰენრი ტაუნშენდი ჯოზეფის შესახებ თავის ბინაში ნაპოვნი წითელი წერილებიდან შეიტყობს, საიდანაც ირკვევა, რომ ჯოზეფიც საუს ეშფილდ ჰეითსის 302-ე ოთახში ცხოვრობდა. ერთ დღეს იგი საკუთარ ბინაში აღმოჩნდა ჩაკეტილი. ხვრელის მეშვეობით მან უოლტერის სხვა სამყაროებში იმოგზაურა და, სავარაუდოდ, იქიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო, რადგან იგი უოლტერ სალივანის მე-15 მსხვერპლი გახდა.

წითელი დღიურიდან ირკვევა, რომ ჯოზეფს მკერდისა და თავის ძლიერი ტკივილი დაეწყო და დაბრმავდა კიდეც. სიკვდილამდე მან სათავსი ოთახი ამოლუქა. მისი მკვლელობის თემაა „სასოწარკვეთა“, ნივთი - წითელი დოკუმენტი. მისი სიკვდილის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.

ჰენრი ჯოზეფის მოჩვენებას წარსულის 302-ე ოთახთან შეხვდება. სხვა მოჩვენებებისგან განსხვავებით იგი ჰენრის არათუ შეუტევს, არამედ უოლტერის შეჩერების გზას ასწავლის.