საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
ჯორჯ სიუელი
Sewell
ჯორჯ სიუელი Silent Hill: Downpour-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
ზრდასრული
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
ციხის ოფიცერი
გამოჩნდა
Silent Hill: Downpour
Anne's Story
ახმოვანებს
ჯოელ ბერნარდი

ჯორჯ სიუელი Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟი და ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედია.

Silent Hill: Downpour[]

რიალიდან მარფი პენდლტენის გადაყვანის წინ სიუელი მას ეტყვის: „რაღაცნაირად გული მწყდება, რომ მიდიხარ“ („Sorta sorry to see you go“).

მოგვიანებით, საილენთ ჰილში მოხეტიალე მარფის გაახსენდება, თუ როგორ გაურიგდა სიუელს პატიმარ პატრიკ ნეიპიერის მოსაკლავად, რომელმაც მისი შვილი მოკლა. მოაგონდება სიუელის ნათქვამიც, რომ ამიერიდან ის მისი მოვალეა.

თამაშის დასასრულს მარფი გაიხსენებს, თუ როგორ დაავალა მას სიუელმა ვიღაცის მოკვლა, რომელიც, მისი თქმით, ამას იმსახურებდა. მან მარფის უთხრა, რომ მსხვერპლს საშხაპეში იპოვიდა, ხოლო მოსახდენი აჯანყების გამო დაცვა მას ვერ შენიშნავდა. მარფის გაახსენდება, რომ აჯანყების ღამეს საშხაპეში ოფიცერ ფრენკ კოლერიჯს შეხვდა, რა დროსაც სიუელი გამოჩნდა და მას კოლერიჯის მოკვლა უბრძანა.

  • Forgiveness („პატიება“) - მარფი ფრენკის მოკვლაზე უარს იტყვის. სიუელი კოლერიჯის ცემას დაიწყებს, შემდეგ მას კისერში დანას ჩასცემს და დაცვას გამოიძახებს. იგი მარფის საცოდავს უწოდებს და ეტყვის, რომ დანაშაული მაინც მას დაბრალდება, რადგან დანაზე მისი თითების ანაბეჭდებია. ამ დასასრულის თანახმად, პატრიკ ნეიპიერი მარფიმ კი არა - სიუელმა მოკლა.
  • Truth and Justice („სიმართლე და სამართალი“) - მარფი ფრენკის მოკვლაზე უარს იტყვის. სიუელი კოლერიჯის ცემას დაიწყებს, შემდეგ მას კისერში დანას ჩასცემს და დაცვას გამოიძახებს. იგი მარფის საცოდავს უწოდებს და ეტყვის, რომ დანაშაული მაინც მას დაბრალდება, რადგან დანაზე მისი თითების ანაბეჭდებია. მას შემდეგ, რაც ენ მერი კანინგჰემი სიმართლეს შეიტყობს, იგი სიუელთან მივა და ეტყვის, რომ მათ სალაპარაკო აქვთ. უკანასკნელ კადრში ჩანს, რომ ენს ზურგს უკან პისტოლეტი აქვს დამალული, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მან მამის გამო შური იძია.
  • Full Circle („სრული წრე“) - მარფი ფრენკ კოლერიჯს მოკლავს. სიუელი უკანა ფონზე ჩანს.
  • Execution („სიკვდილით დასჯა“) - სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებელ კამერაში სიუელი მარფის ჰკითხავს, სიკვდილის წინ რამეს თქმა ხომ არ სურს. მარფი მას დაცინვით მიუგებს, რომ მას ჯოჯოხეთში შეხვდება.
  • Surprise! („სიურპრიზი!“) - სიუელი მარფის საპატივცემულოდ გამართული წვეულების ერთ-ერთი სტუმარია.
Advertisement